როგორ გამოიყურება მარკ ცუკერბერგის გარდერობი

როგორ გამოიყურება მარკ ცუკერბერგის გარდერობი

"ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ფოტო განათავსა, რომელიც სამსახურში დაბრუნებას ეძღვნება, მას შემდეგ, რაც მარკმა და პრისცილამ დეკრეტული შვებულება დაასრულეს. შეგახსენებთ, წყვილს 2 თვის წინ პირველი ქალიშვილი - მაქსი შეეძინათ.

ფოტოზე მარკის გარდერობის ნაწილია ასახული: საკიდებზე 10 ერთი და იგივე მოდელის, რუხი ფერის მაისური და დაახლოებით ამდენივე მოლურჯო-რუხი ფერის სპორტული მოსაცმელი კიდია. ასეთია მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის თითქმის ყოველდღიური ჩაცმულობა. მარკმა ფოტოს სახალისო წარწერა დაურთო: "სამსახურში პირველი დღე მაქვს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ. რა ჩავიცვა?"

ცუკერბერგის რიტორიკულ შეკითხვას ფეისბუქ-მომხმარებლების სახალისო კომენტარები მოჰყვა: "გრეის 50 ელფერი"; "მარცხნიდან მესამე კარგად გამოიყურება"; "ეს მარკია. მარკმა შექმნა ფეისბუქი. მარკმა არ იცის რა ჩაიცვას, ალბათ იმიტომ, რომ მის კარადაში ყველაფერი ერთნაირია. მარკს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ნუ მიბაძავ მარკს", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოს კომენტარებში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს