გარდაცვლილი მამაკაცის გვამი მეგობრებმა პოკერის მაგიდასთან დასვეს

გარდაცვლილი მამაკაცის გვამი მეგობრებმა პოკერის მაგიდასთან დასვეს

გარდაცვლილი პუერტო რიკოელი მამაკაცის ოჯახმა და მეგობრებმა მისი ბალზამირებული გვამი პოკერის მაგიდასთან დასვეს. ჰენრი როსარიო მარტინესი ბარსელონაში 19 იანვარს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლთან ერთად მიღებული წამლები გახდა.

იხილეთ ვიდეო

ოჯახს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მედიაში ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს თვითმკვლელობა იყო. მარტინესი პოკერის დიდი ფანი გახლდათ. ამიტომ მისმა მამამ დამკრძალავი ბიუროს კომპანიას სთხოვა, რომ შვილის გვამი ისე დაებალზამირებინათ, რომ კუბოს მაგივრად პოკერის მაგიდასთან დაჯდომა შეძლებოდა დაკრძალვის წინ.

უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად პოკერის მაგიდასთან დასმულ მარტინესის გვამს მეგობრები და ოჯახის წევრები შემოუსხდნენ. პუერტო რიკოში მსგავსი უჩვეულო რიტუალები პოპულარულია. მაგალითად, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი დაკრძალვამდე მანქანის საჭესთან დასვეს, რესლერი კი რინგზე, მოჩხუბარ პოზაში დააყენეს. გარდაცვლილი ქალი მაგიდასთან საყვარელი ლუდით და სიგარეტით ხელში დასვეს, გვერდით კი სუპერგმირის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი მიუსვეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს