როგორ უნდა დავზოგოთ საწვავი - საჭირო რჩევები მძღოლებისთვის

როგორ უნდა დავზოგოთ საწვავი - საჭირო რჩევები მძღოლებისთვის

იორგ პაულსენი მძიმეწონიანია, მაგრამ როცა საქმე ავტომობილის ეკონომიურად ტარებას ეხება, ეს მუხასავით კაცი ძალიან მოქნილი ხდება. "საწვავის დაზოგვის ჩიპი ავტომობილის ძრავაში კი არა, მძღოლის ყურებს შორისაა ჩადებული, - ასეთია მისი ფილოსოფია, - ვისაც საწვავის დაზოგვა უნდა, თუ მანქანას სწორად მართავს, ხარჯს მაქსიმუმ 20 პროცენტით თავისუფლად შეამცირებს". ის პატარა ხრიკებს გასწავლით, რომლითაც საწვავის ხარჯის შემცირებას შეძლებთ:

დაცალეთ საბარგული

პირველ რიგში გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება.

დაიცავით დისტანცია

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება. ვინც დისტანციას იცავს, ქალაქში არაერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ სიჩქარიდან ამოაგდოს და საწვავი ამითაც დაზოგოს. ასეთი მიდგომა სიჩქარეს არ დაგაკარგვინებთ და საწვავსაც დაგიზოგავთ.

როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?

წამზომიანი შუქნიშანთან საწვავის ხარჯის დაზოგვის მიზნით ძრავის გამორთვას აზრი აქვს. თუ წითლის ხანგრძლივობა მინიმუმ 50-60 წამია, გამორთვას აზრი ნამდვილად აქვს, 10 ან 20-წამიან წითელზე კი - არა, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს. სტარტ-სტოპით აღჭურვილი ავტომობილები ამ საქმეს ავტომატურად აკეთებენ  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს