"ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი" - ოპერის გახსნაზე მისული საზოგადოება გააკრიტიკეს

"ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი" - ოპერის გახსნაზე მისული საზოგადოება გააკრიტიკეს

გუშინ, 30 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. თუმცა, "ფეისბუქ" საზოგადოების ყურადღება გამართული პრემიერის ნაცვლად, გახსნაზე მისული საზოგადოების ტანისამოსმა მიიპყრო.

გთავაზობთ რამდენიმე პოსტს თემასთან დაკავშირებით:

ზაალ ანდრონიკაშვილი (პუბლიცისტი):

კარგია, რომ ეთიკური დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა და თუ კი რა პირობებში ცხოველების მოკვლა. საერთოდ, ეთიკა ისეთი რამეა, რასაც აქამდე საქართველოში დიდი გავრცელება არ ჰქონია და რომ გაჩნდა ამაზე მოთხოვნილება, კარგია - აზრი: შუბის ტარება და ხორცის ჭამა ერთი და იგივეა, არასწორია. ადამიანი ხორცის მჭამელი ცხოველია, არასწორია, საჭმელი და ფუფუნების საგანი ერთმანეთთან გააიგივო. შუბის გასაკეთებლად სპეციალურად იკვლება ათასობით ცხოველი, რომელსაც ადამიანი საჭმელად არ მოიხმარს. ეს არის სისასტიკე, რომელსაც თავისუფლად შეიძლება თავი აარიდო. ზედმეტ (და ჩემთვის უჩვეულო) მორალიზმში რომ არ გადავვარდე, ყველა ადამიანმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ცოცხალი არსებების მიმართ უაზრო სისტატიკე იმად, რომ ერთი საღამო ვინმეს "თვალი მოსჭრას".

ეკა ხოფერია (ჟურნალისტი):

ვისურვებდი, მეტი წამეკითხა სცენოგრაფიაზე, თავად განახლებულ ოპერაზე, ივერზე, ათანელზე, გუგუშვილზე, სუხიშვილების სამაიაზე... ვკითხულობ ძირითადად ქურქებზე, მოპატიჟებულთა სიაზე და აიფონით განათებულ დარბაზზე. ქურქებზე ოკ, ვინც ეწინააღმდეგება და ეს მისი გულწრფელი პოზიციაა ცხოვრებაში, გასაგებია, თუმცა, ბევრი ვყოფილვართ სხვა ქვეყნებში სხვადასხვა პრეზენტაციაზე თუ მიღებაზე და ბევრი გვინახავს სტუმარი ქურქში გამოწყობილი; დაპატიჟებულთა სია ეს უკვე ქართული ტრადიციაა ყველა მთავრობის დროს ყველა თავის სიას აპროტესტებს; აიფონით გადაღება ნაცვლად იმისა, რომ უყურო და უსმინო? შეიძლება არ მოგეწონოს, შენ ასე არასდროს გააკეთებდი( არასდროს არაფერი გადაგიღია და აღშფოთებული ხარ ამ უმსგავსობით) და აკრიტიკებ. დასკვნა ამ ყველაფრის რა არის?

ნახეთ ვიდეო| რა ღირს "შუბები" თბილისში: "ზოგიერთის ფასი 20 000 დოლარს აღწევს"

ნანუკა ჟორჟოლიანი (ჟურნალისტი):

ვერ ვხვდები რატომ გაგვიკვირდა წითელი ხალიჩა?! სმილე ემოტიცონ წინა წლებში ხშირად ყოფილა. შერონი თუ იმსახურებდა, ოპერა არ იმსახურებს?!:) ასე იყო ადრეც, ვიღაც გადიოდა იმ ხალიჩაზე, ვიღაც ვერა. ასე იყო ღონისძიებებზე, ვიღაც ხვდებოდა, ვიღაც ვერა. საინტერესოა ის ხალხი, წინა წლებშიც რომ იღებდნენ მოსაწვევებს და ახლაც რომ მიიღეს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ღმერთმა შეარგოს ყველას მოსაწვევიც და წითელი ხალიჩაც:) ადრეც და ახლაც.

ირაკლი გაფრინდაშვილი (კახი კალაძის პრესმდივანი):

ახლა უშუბობის სისვეცკემ უნდა მამკლას ?!

არჩილ გამზარდია (ჟურნალისტი):

გასავრცელებული სტატისტიკის თანახმად, ოპერის ამბებზე პროტესტის გამომთქმელთა 85%-მა პირველად გაიგო ოპერის არსებობა, ხოლო დარჩენილი პროცენტის 2/3 ოპერაში არც ყოფილა ნამყოფი.

მერსი სულხანიშვილი (ტელეწამყვანი):

ამა წლის 30 იანვარს საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ახალ დღესასწაულს და გამოცხადებულ იქნა, როგორც "ნაფტალინიდან შუბის ამოღების დღედ".

გოგა ხაჩიძე ("გირჩი"):

უკვე დიდი ხანია, ჩემი ჩაცმულობის და კვების გამო ცხოველი არ კვდება.

პ.ს. არც ფრინველი

თამარა ჩერგოლეიშვილი ("ტაბულას" რედაქტორი):

თავად ციროზიანი იხვის ღვიძლს ვჭამდე, ტყავის ფეხსაცმელი მეცვას და სხვებს ქურქებზე მორალს ვუკითხავდე ცხოველების დაცვის მოტივით, არასწორი მგონია.

მე ქურქები უბრალოდ არ მომწონს.

ისე, ახლა ვფიქრობდი, სადმე თუ მინახავს LIVE-ში ამდენი ქურქი. მაგრამ მგონი არასოდეს, არაფრის გახსნაზე არ ვყოფილვარ - არც ერთი მთავრობის დროს.

ქუთაისში წავედი პარლამენტის გახსნაზე და მაშინაც სხვაგან მოვხვდი.

გოგი გვახარია (კინომცოდნე):

"რა მიკვირს იცით? ნუ, ეს საბჭოთა ბებოები გასაგებია - არ იციან, არ გაუგიათ, რაცხა ლევად იშოვეს კომუნისტების დროს,

ის ნორკები შეინახეს და ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი...

მაგრამ ანანიაშვილი ნინო რომ გქვია, მთელი მსოფლიო რომ მოვლილი გაქვს, იცი, როგორ დასცინის ყველა ამ კუპეჩესკი სტილს, ჟიზელი რომ გიცეკვია და აგიტირებია დარბაზები, ხო უნდა გესმოდეს, რომ ამ გაღლეტილ ქვეყანაში მაინც უხერხულია ეს კარნავალი...

ვისაც რა უნდა ის ჩაიცვას... კი,ბატონო... და ვისაც როგორ უნდა ისე გაგაშაყიროთ მაშინ...

იხილეთ გალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს