მომღერალი ეკა კვალიაშვილი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება.
"ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა, ჩემდა საბედნიეროდ, ტელეგადაცემებით ვერ ვინტერესდები, თუ რაიმეს ყურება მინდა, ინტერნეტით უყურებ, გუშინ დათო ძიძიგურთან ვიყავით, დათოს დედის დაბადების დღეზე, შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები, რა თქმა უნდა, თემო თათარაშვილიც იქ იყო, მომიტრიალდა და მეკითხება შეშფოთებული და დაბალი ტემბრით, ქალო, რატომ არ მოხვედი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზეო? მე მივხვდი, რომ არ იყო საქმის კურსში თემუკა და ალბად ეგონა, რომ დამპატიჟეს, მოსაწვევი გამომიგზავნეს და მე კი, რატომღაც არ მივედი… არავის, ჩემთვის არც მოსაწვევი გამოუგზავნია და არც სიტყვიერად და სატელეფონო საუბარში არ მივუწვევივარ, სადაც სიებს ადგენენ ხოლმე, დათო ოქიტაშვილის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე, დასასწრები მოსაწვევებისთვის, რატომღაც არასდროს ვახსენდები ამ ადამიანს. თემოსგან გავიგე, რომ გუშინწინ შესდგა ეს დღე.
ჩემო მაიკო, გულით გილოცავ ვარსკვლავის გახსნას, გისურვებ მრავალ წარმატებას შენი ცხოვრების მანძილზე, თემურისაც დავაბარე და ჩემი გვერდიდანაც გილოცავ. მართლა არავის უთქვამს ჩემთვის თორემ, ამ სასიხარულო ამბავს, მერწმუნე არ გამოვაკლდებოდი. მიყვარხარ და როგორც კოლეგას, გისურვებ ბედნიერ და გამართლებულ კარიერულ გზას",- წერს ეკა კვალიაშვილი.