რატომ ეწვია სენატორი კენედი "დეზერტირების" ბაზარს

რატომ ეწვია სენატორი კენედი "დეზერტირების" ბაზარს

ცენტრში ედუარდ კენედი. სულ წინ გენერალი ნოდარ მაისურაძე (ვასილ ინაურის მოადგილე), კენედის გვერდით, სათვალიანი, მისი თარჯიმანია. მის გვერდით ნინა ჟვანია (იმ დროს კალინინის რაიონის რაიკომის მდივანი იყო); მეორე მხარეს, კენედისგან მარცხნივ, თბილისის კა-გე-ბეს უფროსი, პოლკოვნიკი დურმიშხან გაგუაა, უკან კი - პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე. მაშინ ის საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კომპარტიის ცკ-ის წევრი და დეპუტატი იყო. ირაკლი აბაშიძის გვერდით თბილისის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩხიკვიშვილია. უკანა პლანზე თეთრხალათიანი, "დეზერტირების" ბაზრის დირექტორი ჩოხელი გახლავთ. შესაძლოა, ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ ბევრი გამოგეხმაუროთ და ფოტოზე გამოსახული სხვა ადამიანების ვინაობაც გაცხადდეს, ან სულაც ამ ფოტოსთან დაკავშირებული ისტორია გვიამბონ, რომელიც ჩვენ არ ვიცით - პროექტ "საუკუნის პორტრეტებზე" მუშაობისას კერძო არქივებში ვმუშაობდი - ოჯახებში მივდიოდით და საინტერესო მასალას ვეძებდით. ამ ფოტოსაც შემთხვევით წავაწყდი. სამწუხაროდ, არ მახსოვს, რომელ ოჯახში. საზოგადოებრივი მაუწყებლის­ ვიდეოარქივ "მატიანეს" კარგად ვიცნობ და ედუარდ კენედის საქართველოში სტუმრობის შესახებაც ვიცოდი, მაგრამ "მატიანეში" ძალიან მწირი ინფორმაცია იყო - ძირითადად, აეროპორტში დახვედრის კადრები, საზეიმო შეხვედრა პიონერთა სასახლეში და ანსამბლ "მზიურთან". ეს ფოტო რომ ვნახე, მივხვდი: იყო კიდევ რაღაც, რაც ან არ აჩვენეს, ან "მატიანემ" არ შემოინახა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს