"მაესტროს" ინვესტორი და პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი - ვინ არის ირაკლი რუხაძე?

"მაესტროს" ინვესტორი და პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი - ვინ არის ირაკლი რუხაძე?

"მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ აპირებს "მაესტროში" მუშაობას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში, ვინაიდან არხის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" გია გაჩეჩილაძე (უცნობი) საუბრობს: დიდი ხანია ინვესტორზე ვლაპარაკობ და საზოგადოებისთვის მისი ვინაობის დამალვასაც არ ვაპირებ - როგორც კი, "მაესტროს" გაკოტრებაზე ინფორმაცია გავრცელდა, ქვეყანაში მოიძებნა ადამიანები, რომლებმაც ტელევიზიის გადარჩენაში დახმარება შემომთავაზეს. ინვესტორი, ვინც ტელეკომპანიის შენარჩუნებაში დამეხმარა, ჩემი მეგობარი ირაკლი რუხაძეა. სწორედ მისი დახმარების შემდეგ, შევძლებ "მაესტრო" ისეთი ხარისხიანი ტელევიზია გავხადო, როგორც ეკადრება.

- რამდენი გადაიხადა ინვესტორმა "მაესტროში"?

- ეს თანხა კონფიდენციალურია.

- ამბობენ, რომ "მაესტროს" ყიდვაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაგეხმარათ.

- უკვე გითხარით, რომ ინვესტორი ჩემი მეგობარი ირაკლი რუხაძეა.

ვინ არის ირაკლი რუხაძე?!

ირაკლი რუხაძე, "სალფორდ ჯორჯიას" ხელმძღვანელი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი გახლდათ. როგორც ოფიციალური მასალებიდან ირკვევა, ის ამერიკის მოქალაქეა. მეტიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ, "ლიბერთი ბანკის" აქციები ვლადიმერ გურგენიძემ გაყიდა, "სამეთვალყურეო საბჭოს" წევრად კი, სწორედ ირაკლი რუხაძე აირჩიეს. რუხაძის გვარი დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას პარტიასაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუხაძე 2010 წელს მერის არჩევნებში "თავისუფალ დემოკრატებსაც" აფინანსებდა. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ მას საქართველოში დიდი პოლიტიკური გეგმები აქვს განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: "მაესტროს" დირექტორი გადადგა - ბაია გადაბაძის საგანგებო განცხადება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია