თამარაშვილის ქუჩაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა

თამარაშვილის ქუჩაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა

ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. ფოტოებს "ფეისბუქის" გვერდზე ინტერნეტმომხმარებელი აკაკი კილასონია ავრცელებს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ბანერის ჩამოვარდნა კონსტრუქციის ძირის გადატეხვამ გამოიწვია. როგორც თვითმხილველი წერს, სარეკლამო ბანერის საყრდენი მილები 20-30 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო მიწაში ჩაშვებული. "ამ ქალაქში დღითიდღე სახიფათო ხდება მოძრაობა. დღესაც მაგრად გადავრჩით", - წერს კილასონია. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

რამდენიმე თვის წინ მსგავსი შემთხვევა მოხდა მეტრო "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ბანერი პარკირებულ მანქანას დაეცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს