"ჩაძირულები" - მუზეუმი ოკეანის ფსკერზე

"ჩაძირულები" - მუზეუმი ოკეანის ფსკერზე

ევროპაში პირველი წყალქვეშა მუზეუმი ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებზე, კონკრეტულად კი ლანსაროტის კუნძულთან შეიქმნა.

მუზეუმი «Museo Atlántico Lanzarote» 15 მეტრის სიღრმეშია და დაახლოებით 300 ქანდაკებას მოიცავს.. მეცნიერთა განცხადებით, ისინი აქტიურად მუშაობენ ოკეანეში ფლორისა და ფაუნის შესწავლაზე და ცდილობენ ადგილი ყველასთვის უფრო მიმზიდველი გახადონ, სწორედ ამიტომ, სკულპტურები უმაღლესი ხარისხის ცემენტისა და სხვა ნივთირებებისგანაა დამზდებული. ისინი არ ავნებს არც წყალქვეშა ბუნებას და არც ტურისტების ჯანმრთელობას. დაივერებს შეუძლიათ მოინახულონ უნიკალური მუზეუმი, სადაც ქანდაკებები ამ კუნძულის მოსახლეობას გამოსახავს. მეცნიერთა აზრით, ხელოვნების ნიმუშები 300 წლის განმავლობაში უვნებელი უნდა დარჩეს.

ესპანური საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას ამ უნიკალური ადგილის შექმნა 700 000 ევროზე მეტი დაუჯდა. მუზეუმი ლას-კოლორადოს სანაპიროსთან ახლოსაა, ის 2 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტის მთავარი დიზაინერი სკულპტორი ჯეისონ დე კაირეს ტეილორია. მსოფლიოში უკვე ცნობილია მისი წყალქვეშა ნამუშევრები.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს