თელავში 7 000 აბონენტს ბუნებრივი აირი 11 თეთრით უძვირდება

თელავში 7 000 აბონენტს ბუნებრივი აირი 11 თეთრით უძვირდება

1 აპრილიდან  კომპანია "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს. კომპანიამ აბონენტებს ტარიფის ცვლილება საინფორმაციო ქვითრების საშუალებით უკვე აცნობა. მოსახლეობის თქმით, ბუნებრივი აირის გაძვირება მათზე ცუდად აისახება და ისინი გადასახადის გადახდას ვეღარ შეძლებენ.

"ისედაც გვიჭირდა გადახდა, ვსესხულობდი ხოლმე. ვცდილობდი, ეკონომიურად დამეხარჯა, რომ თვის ბოლოს ბევრი გადასახადი არ მოსულიყო. ბევრი ჩემ გარშემო ისეა გაჭირვებული, იმასაც ვერ იხდიდა და ახლა მომატებული ფასით უფრო ვეღარ გადაიხდის", - ამბობს თელავის მცხოვრები.

აირზე ტარიფის გაზრდას "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიაში" ადასტურებენ. კომპანიის გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორ დავით ჯირმიზაშვილის თქმით, ცვლილება მხოლოდ იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 48-დან 59 თეთრამდე გაიზრდება.

წაიკითხეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა