24 წლის ასლან წუწაშვილის თქმით, ახმეტაში პოლიციელებმა ეთნიკური ნიშნით ცემეს

24 წლის ასლან წუწაშვილის თქმით, ახმეტაში პოლიციელებმა ეთნიკური ნიშნით ცემეს

23 იანვარს ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა მამა-შვილი გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი დააკავეს. "სოკარ ჯორჯიას" ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკონტროლის გადაღებულ მასალაზე ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებულ ასლან წუწაშვილს, რომელსაც ზურგს უკან ხელებზე ბორკილები ადევს, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილეც მივიდნენ. წუწაშვილის განცხადებით, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, პოლიციის ხელმძღვანელებმა ის და მამამისი უცენზურო სიტყვებით აგინეს, ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმით.

გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი, ამ უკანასკნელის კუთვნილი "მიცუბიში მონტეროს" მარკის ავტომანქანით პანკისის ხეობიდან ქალაქ ახმეტაში მიდიოდნენ. ავტომანქანას გოჩა გორგიშვილი მართავდა, ხოლო ასლან წუწაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა. მათი განმარტებით, უსაფრთხოების ღვედი ორივეს ეკეთა. ქალაქ ახმეტაში მათ საპირისპირო მხრიდან მომავალი პოლიციის ეკიპაჟი შეხვდათ. შეხვედრის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდეგ გოჩა გორგიშვილმა მანქანა "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ავტოგასამართ სადგურზე გააჩერა, სადაც მყისიერად მივიდა პოლიციის ეკიპაჟიც.

ასლან წუწაშვილის განმარტებით, პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიხეილ ბერძენიშვილი, რომელსაც ეცვა მუქი ლურჯი ქურთუკი სპეციალური ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. პოლიციელმა განუცხადა მათ, რომ ასლან წუწაშვილს ავტომანქანით გადაადგილების დროს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რის გამოც მოითხოვა დოკუმენტების გადაცემა. ასლან წუწაშვილი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ავტომანქანით მოძრაობისას ღვედი ნამდვილად ეკეთა, თუმცა გაუგებრობა შესაძლოა, გამოეწვია იმ გარემოებას, რომ ღვედი მისი ქურთუკის ფერი იყო და სავარაუდოდ, პოლიციელებმა იგი კარგად ვერ გაარჩიეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა