10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის ბოლოს განტვირთვაში დაგეხმარებათ

10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის ბოლოს განტვირთვაში დაგეხმარებათ

დატვირთული დღის ბოლოს, ხანდახან ძალიან გინდათ უბრალოდ მოდუნდეთ და კეთილ, სასიამოვნო ფილმს უყუროთ.

გთავაზობთ ფილმების კრებულს - განტვირთვა და ამაღლებული განწყობა გარანტირებული გაქვთ.

1. შოპოჰოლიკი (Confessions of a Shopaholic)

შოპინგზე დამოკიდებული და გამუდმებით გარდერობის შევსებაზე ფიქრით, რებეკა ბლუმვუდი, საბანკო ანგარიშებსა და მაღაზიების მიმართ ვნებებს შორის ომის ქარცეცხლში ცხოვრობს. რაც ყველაზე საინტერესოა - ის ფინანსური გამოცემის ჟურნალისტია და მკითხველს რჩევას აძლევს როგორ მართონ სწორად კერძო კაპიტალი.

2. როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში (How to Lose a Guy in 10 Days)

ჟურნალისტი ენდი ანდერსონი რედაქტორისგან საკმაოდ რთულ დავალებას იღებს - დაწეროს სტატია, რას აკეთებენ ქალები არასასურველი მამაკაცის თავიდან მოსაშორებლად. ამისთვის მას მხოლოდ 10 დღე აქვს - შეხვდეს ბიჭს, რომელსაც შეიყვარებს, შემდეგ კი მისგან განთავისუფლებას მოახერხებს..

3. სტაჟიორი (The Intern)

70 წლის ბენ უიტაკერს პენსიაზე გასვლის დრო უწევს, მაგრამ ეს არა დასასრული, არამედ ახალი ცხოვრების დასაწყისია. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ინტერნეტ-მაღაზიის უფროსი სტაჟიორი ხდება, ჯულს ოსტინის ხელმძღვანელობით.

4. სიყვარულით, როზი (Love, Rosie)

როზი და ალექსი ბავშვობიდან მეგობრობენ, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლის გაგრძელებას ერთად გადაწყვეტენ. თუმცა ბედისწერას სხვა გეგმები აღმოაჩნდა და მთავარი გმირები ერთმანეთს დააშორა. ამის გამო მათ ერთმანეთი არ დავიწყებიათ და არც ის გრძნობა, რამაც ისინი გააერთიანა.

5. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანუ მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია (Deck the Halls) ნახეთ მეტი:

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს