უდაბნოს შუაგულში 24 საათში მდინარე წარმოიქმნა

უდაბნოს შუაგულში 24 საათში მდინარე წარმოიქმნა

ტუნისში, უდაბნოს შუაგულში სულ რაღაც ერთ დღე-ღამეში 18 მეტრი სიღრმის მდინარე გაჩნდა. მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან ამ ფენომენს, თუმცა ზოგი ვერსიით, ეს შესაძლოა, ამ რეგიონში სეისმური აქტივობის შედეგად მომხდარიყო.

რამდენიმე მეცნიერის თქმით, ზოგჯერ შიდა ფენის გრუნტების შეტაკება იწვევს წყლის ზედაპირზე ამოსვლას. როდესაც შეტაკების სიძლიერე ძალიან მაღალია, ნიადაგის მჭიდროდ შეკავშირების გამო წყალი უკან ვეღარ ჩადის და რჩება ზედაპირზე.

მდინარის ნაპირზე ადგილობრივებმა უკვე პლაჟი მოაწყვეს, მაგრამ მათ მეცნიერები აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, წყალში მომწამლავი ნივთიერებები გამოერიოს. ამ დრომდე ექსპერტები ანალიზებს ატარებენ წყალზე იმის დასადგენად, არის თუ არა ის უსაფრთხო ადამიანისთვის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს