68 წლის ქალს მეზობელი მამაკაცის ცემისთვის ასამართლებენ

68 წლის ქალს მეზობელი მამაკაცის ცემისთვის ასამართლებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში მცხოვრებ ფ. ცქიფურიშვილს ბრალი სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ცემას გულისხმობს. 68 წლის ქალს მეზობლის, 50 წლის ბ. გაბრიჩიძის ცემის გამო ედავებიან. საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, დასაკითხი მხოლოდ სამი მოწმე დარჩა.

შემთხვევა, გასული წლის 26 ოქტომბერს, სოფელ ბენარაში მოხდა. თუმცა, ცქიფურიშვილებსა და გაბრიჩიძეებს შორის ვითარება ოთხი წლით ადრე დაიძაბა.

ცქიფურიშვილები ირწმუნებიან, რომ მათი სახლი მეზობლად მცხოვრებმა გაბრიჩიძეებმა გაქურდეს. როგორც ბრალდებული ყვება, 2012 წლის 26 ოქტომბერს ყანიდან ბრუნდებოდა, როცა დაინახა, რომ მისი სახლის ჭიშკრიდან გაბრიჩიძის შვილი და მეუღლე გამოდიოდნენ, ხელში კი დიდი ჩანთა ეკავათ. მაშინ ამის შესახებ პოლიციაში არ განაცხადა, რადგან მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა.

"დილით მკითხეს, სადმე აპირებ წასვლასო? ვუთხარი, რომ ყანაში მივდიოდი. გოგო გორაზე დააყენეს სათვალთვალოდ და სახლიდან წაიღეს ტანსაცმელი, ფარდები, გადასაფარებლები, თეთრეული. ჩემი ბიჭიც მთაში იყო, როცა დავურეკე და ვუთხარი, მთხოვა არ მეჩივლა, ჩამოვალ სოფელში და რაც წაიღო უკან მოვატანინებო", - ამბობს ბრალდებული.

ცქიფურიშვილების მტკიცებით, მათ გაბრიჩიძეებისგან წაღებული ნივთების დაბრუნება არაერთხელ სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, ამიტომ მომხდარიდან ორი-სამი თვის შემდეგ, პოლიციაში საჩივარი შეიტანეს. გაბრიჩიძეებსა და ცქიფურიშვილებს შორის ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, როგორც ბრალდებულის შვილი, გ. ცქიფურიშვილი, ასევე, ბ. გაბრიჩიძე, ადმინისტრაციული წესით არაერთხელ დააჯარიმეს. თუმცა, მეზობლებს შორის დავა ამით არ დასრულებულა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა