19 წლის გიორგი მოლაშვილი ყვარლის პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს

19 წლის გიორგი მოლაშვილი ყვარლის პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს

ყვარელში მცხოვრები 19 წლის გიორგი მოლაშვილი შს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც მისმა ადვოკატმა გია ფარადაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დაკავებულს შუბლზე და თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატის განმარტებით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს წარმომადგენელია, პოლიციელებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყვარელში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, 3 თებერვალს დააკავეს.

"როგორც ბრალდებულმა მითხრა, მის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ცემის შედეგი მას ვიზუალურადაც ეტყობა. განმარტავს, რომ რამდენიმე პოლიციელი ცემდა როგორც ხელით, ასევე ფეხებით",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი მოლაშვილის ადვოკატმა.

წაიკითხეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა