მეცნიერებმა ახსნეს, რატომ ითვისებს უცხო ენებს ზოგი მარტივად, ზოგი - რთულად

მეცნიერებმა ახსნეს, რატომ ითვისებს უცხო ენებს ზოგი მარტივად, ზოგი - რთულად

როგორც მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, ენის შესწავლისას ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორაა მოწყობილი ადამიანის ტვინი, უფრო სწორად მისი ზოგიერთი მონაკვეთი. მათ ექსპერიმენტი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით 15 ზრდასრულ ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც უცხო ენებს შეისწავლიდნენ.

კვლევა ენის შესწავლის დასაწყისში დაიწყო, შემდეგ კი 12 კვირის შემდეგ გაგრძელდა. პირველ და მეორე შემთხვევაშიც ექსპერიმენტში მონაწილეებს რამდენიმე წუთი უნდა ელაპარაკათ ახალ ენაზე, შემდეგ ხდებოდა წაკითხვის სისწრაფის შემოწმება და წაკითხულის გააზრება.

კვლევებმა ცხადყო, რომ რაც უფრო მყარი კავშირი აქვს ტვინის ენობრივ ცენტრსა და მარცხენა ზედაპირულ ნახევარსფეროს, მით უკეთესად შეისწავლის ადამიანი უცხო ენებს. ანუ თავის ტვინის მონაკვეთების ურთიერთკავშირი პირდაპირ გავლენას ახდენს ენის შესწავლის ეფექტურობაზე. ეს ხსნის იმ ფაქტს, რატომ შეუძლია ზოგ ადამიანს ენების მარტივად ათვისება, ზოგს კი არა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ტვინის ცენტრის ცუდი კავშირი აქვთ, ხელი არ უნდა ჩაიქნიონ. ტვინის პლასტიკურობას საზღვრები არ გააჩნია. ასეა თუ ისე, უცხო ენის შესწავლა ტვინის დაბერების შენელების ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. პრინციპული განსხვავება 60 წლისა და 30 წლის ადამიანის მიერ უცხო ენის ათვისებას შორის არ არსებობს. ერთს რასაკვირველია, მეტი ნეირონები აქვს და მათ შორის კავშირი უფრო სწრაფად და მარტივად მყარდება. სამაგიეროდ, მეორე კატეგორიას უფრო დიდი მოტივაცია გააჩნია.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს