"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა" - ყვარლის პოლიციაში 19 წლის ბიჭს სცემეს

"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა" - ყვარლის პოლიციაში 19 წლის ბიჭს სცემეს

"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა და ცემა დაუწყო. ხელებზე ბორკილების დადების შემდეგ მეთლახზე დააგდეს. ბორკილებდადებულ ხელზე პოლიციელმა გუგულაშვილმა ფეხი დაადგა, რომ ცემის დროს წინააღმდეგობა ვერ გაეწია. ამის შემდეგ პოლიციის უფროსის კაბინეტში შეიყვანეს, პოლიციის უფროსმაც ცემა, მუშტით სახეში", - აცხადებს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატი გია ფარადაშვილი, რომელიც 19 წლის გიორგი მოლაშვილის ინტერესებს იცავს. მოლაშვილს სახეზე დაზიანებები აქვს. მას შემდეგ, რაც მან არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა, ბრალი დაუმძიმეს და პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ის დააპატიმრეს.

ინიციდენტი 2016 წლის 3 თებერვალს, ყვარელში მოხდა. საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, მეგობრებთან ერთად მყოფი გიორგი მოლაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ჩასვეს და სამმართველოში წაიყვანეს. მოლაშვილის და მისი მეგობრების მტკიცებით, პოლიციელებს არ განუმარტავთ, რატომ და სად მიჰყავდათ 19 წლის ახალგაზრდა.

"პოლიციაში მიყვანის შემდეგ, გიორგის უთხრეს, რომ უნდა გადაეყვანათ თელავში, ნარკოლოგიური შემოწმებისთვის. ჰკითხეს, თანახმა იყო, თუ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ოქმი შეედგინათ, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ თანახმა იყო და გაივლიდა შემოწმებას. ის გადაიყვანეს თელავში, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ დაუდგინდა, იყო თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტმა აღნიშნული მასალები დამატებითი კვლევისთვის ზემდგომ საექსპერტო დაწესებულებაში გააგზავნა, საიდანაც პასუხი ჯერ არ არის.

ამის შემდეგ ის დააბრუნეს პოლიციაში და უნდა შეედგინათ შესაბამისი დოკუმენტები, რათა გაეთავისუფლებინათ. გიორგი მოლაშვილმა საკუთარი ხელით დაწერა ხელწერილი, რომ იღებდა ვალდებულებას – გამოცხადდებოდა პოლიციაში. ამას ბუნებრივია გარკვეული დრო დასჭირდა. ამ პროცესში გიორგი მოლაშვილს პოლიციელის მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუხატავს", - ყვება ადვოკატი გია ფარადაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა