როგორ იხატება თვალზე იდეალური ისრები - 15-წამიანი ვიდეოგაკვეთილი ქალებისთვის

როგორ იხატება თვალზე იდეალური ისრები - 15-წამიანი ვიდეოგაკვეთილი ქალებისთვის

თვალის მაკიაჟში "ისრები" თითქმის ყოველთვის აქტუალურია - ფართო ხაზები და გრძელი გამოკვეთილი დაბოლოებები. ისრები იდეალურად უნდა ერწყმოდნენ უზადოდ მოვლილ წარბებსა და სახის ტონს. ამისთვის 15-წამიანი ვიდეოინსტრუქციის ნახვა და ხელის გავარჯიშება გჭირდებათ, შემდეგ კი ნამდვილი ვარსკვლავის მაკიაჟის გაკეთებას თავადაც შეძლებთ

მიჰყევით ვიდეოინსტრუქციას

ასევე გთავაზობთ ცნობილი ვიზაჟისტებისგან რამდენიმე რჩევას თვალის მაკიაჟისთვის: თუ ხელთ არ გაქვთ მოცულობის მიმცემი ტუში, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ფხვიერი პუდრი. პუდრი მიიფრქვიეთ წამწამებზე, შემდეგ წაისვით ტუში - წამწამები უფრო ხშირი და ფუმფულა გამოჩნდება. გამოხედვა უფრო გამჭოლი და მბრწყინავი რომ გახდეს, გამოიყენეთ თეთრი სადაფისფერი ჩრდილი, რომელსაც წაისვამთ თვალის შიდა კუთხეში, ზედა და ქვედა ქუთუთოზე ასო V-ს ფორმით.

თვალები რომ ბრწყინავდეს, თვალის კუთხეში დასვით პაწაწინა, წითელი წერტილი, ამისთვის დაგჭირდებათ ფუნჯი და პომადა.

მაკიაჟის მდგრადობის გასაზრდელად ქუთუთოებზე ჯერ ტონალური კრემი და პუდრი წაისვით, შემდეგ თვალის კონტური შემოიხაზეთ. შეგიძლიათ, პუდრი ფანქრის ხაზსაც გადაუსვათ ან იმავე ფერის ჩრდილი წაისვათ.

არ დაივიწყოთ მარტივი წესები: ტონალური კრემი თხელ ფენად გადაისვით მთელ სახეზე ქუთუთოების, შუბლისა და ყელის მესამედის ჩათვლით. თუ სპეციალური კონსილერი არ გაქვთ, ტონალური კრემი ფუნჯით აკურატულად წაისვით მუქ უპეებზე და თითების ბალიშების შეხებით ზევიდან ქვევით გაანაწილეთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს