ავტორი:

ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა ქორწინებამ წლებს გაუძლო

ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა ქორწინებამ წლებს გაუძლო

ქართველი ცნობილები ხანგრძლივ ქორწინებაში სელებრითების ოჯახები ზოგჯერ ისე სწრაფად ინგრევა, რომ მისი შექმნის შესახებაც ვერ ასწრებს ხალხი გაგებას. თუმცა, საქართველოში არის ცნობილების ოჯახები, რომლებმაც დროს გაუძლო:

ნინო დარასელი და ნიკა ბერაძე

ზაზა დარასელის და რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილს, ჟურნალისტ ნინო დარასელს მყარი ოჯახი აქვს. ნინოს მეუღლე ნიკა ბერაძეა, რომელზეც ჟურნალისტმა პატარა ასაკში იქორწინა და როგორც ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში იხსენებს, "როცა გათხოვდა, ქმრის გვარიც არ იცოდა". ნინოს და ნიკას ოჯახი თითქმის 22 წელს ითვლის. მათი ვაჟი ზაზუკა უკვე დაქორწინებულია. ნინოს პატარა ქალიშვილი, მარიტაც ჰყავს. ნინომ და ნიკამ ჯვარი ოჯახის შექმნიდან მრავალი წლის შემდეგ, იერუსალიმში დაიწერეს.

ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი

ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს სამაგალითო ოჯახი აქვთ. მათ 12 წელზე მეტია, რაც იქორწინეს. როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ლელა ცნობილი მომღერალი იყო, მამულიჩამ მისი პროდუსერობა შეითავსა და წყვილი მალე დაოჯახდა კიდეც. კახა მამულაშვილისთვის ეს მეორე ქორწინებაა - მას პირველ მეუღლესთან ჰყავს ვაჟი ნიკოლოზი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს. ლელას და მამულიჩას კი ქალიშვილი - მარიკო ჰყავთ.

ნინო თოლორდავა და ზაზა ხაზალია

ტელეწამყვანმა ნინო თოლორდავამ ოჯახი პატარა ასაკში შექმნა. როგორც თავად ამბობს, ქმარი დაქორწინების შემდეგ გაიცნო. რადგან გაცნობიდან მეხუთე დღეს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად მოსკოვში წავიდნენ. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი ზაზა ხაზალიაა, წყვილს ვაჟი ამიკო ჰყავთ. როგორც ნინო აცხადებს, მათი მყარი ოჯახის საფუძველი სიყვარულია.

დავით ქაცარავა და სოფო ხაჭაპურიძე

დათო ქაცარავა ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მამაკაცია საქართველოში, რომელიც გულგრილს არცერთ ქალს არ ტოვებს. ამის მიუხედავად, ერთგული მეუღლეა. დავით ქაცარავას და სოფო ხაჭაპურიძის ოჯახი 12 წელს ითვლის. როგორც სოფომ განაცხადა, 19 წელია ერთმანეთი უყვართ. დათომ სოფო საირმის საცურაო აუზზე გაიცნო, როცა 21 წლის იყო, ხოლო სოფო 18-ის. მომავალი მეუღლე პირველად შავ საცურაო კოსტუმში ნახა. სოფოს თქმით, მათი მყარი ოჯახის საფუძველი სიყვარულია.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე

15 თებერვალს 17 წელი გახდა, რაც ზურა და ხათუნა ერთად არიან. წყვილს 5 წელი შეყვარებულობის პერიოდი ჰქონდა, 12 წელი კი დაქორწინებულები არიან. დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო მათ ერთად ყოფნას უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ჭორაობა წლების მანძილზე არ წყდებოდა. "ქუჩის ბიჭი" ხშირად ამბობს, რომ "ხათუნა გულწრფელად უყვარდა და უყვარს დღემდე": "მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ცოლი შემხვდა. სხვა მის ადგილას ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა. ხშირად მიფიქრია, პატარა ან ჩემი ტოლი გოგო რომ მომეყვანა ცოლად, ალბათ ჩვენი ურთიერთობა ამდენ ხანს ვერ გაგრძელდებოდა" - ამბობს ხაჩიძე ერთ-ერთ ინტერვიუში. წყვილს ერთი საერთო შვილი - ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ, თუმცა ზურა ხათუნას უფროს ქალიშვილს - ნინი ქარსელაძესაც მის შვილად მიიჩნევს.

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე

თაკო ჩხეიძის და რუსლან აბაშიძის ოჯახი დაახლოებით 22 წელს ითვლის. თაკო ქართველ დიპლომატზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. საქორწინო კაბა სტამბულში შეიძინეს და როგორც ამბობს, დღემდე შენახული აქვს. თაკო და რუსლანი კარიერის აწყობაში ხელს ერთმანეთს უწყობდნენ. როგორც თაკო ჩხეიძე აცხადებს საკუთარი არჩევანი არასდროს უნანია, მათი ოჯახის სიმტკიცეს სიყვარული განაპირობებს.

თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე

თიკა ფაცაციას ქმარი ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. თიკა მეუღლეზე, რომელზეც 19 წლის ასაკში იქორწინა, გაცილებით უმცროსია. დავით ანთელიძეს არ უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა, მეუღლესთან ერთად საჯაროდ ერთადერთხელ, ჯაზ-ფესტივალზე გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტების ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს