მზის სისტემაში ახალი პლანეტა-გიგანტი აღმოაჩინეს

მზის სისტემაში ახალი პლანეტა-გიგანტი აღმოაჩინეს

კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრონომებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინ ბატიგინმა განაცხადეს, რომ პლუტონისგან მოშორებით, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტი ბრუნავს. აქედან გამომდინარე, მზის სისტემას კიდევ ერთი პლანეტა შეემატა.

განსაკუთრებულ ინტრიგას ამ ფაქტს ის სძენს, რომ სწორედ მაიკლ ბრაუნი იყო ადამიანი, რომლის გამოც, პლანეტების რაოდენობა შემცირდა. წლების წინ, ბრაუნი იყო პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატორი.

სავარაუდოდ, ბრაუნისთვის სამეცნიერო სამყაროს ისტორიაში პლანეტის მკვლელის სახელით შესვლა უსიამოვნო იყო, რის გამოც, კონსტანტინ ბატიგინთან ერთად, კოიპერის სარტყელში ობიექტების რთულ გრავიტაციულ "ცეკვაზე" დაკვირვება დაიწყო. ობიექტების ორბიტალურმა მოძრაობამ ასტრონომები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა არსებობს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს