სილამაზის კრიტერიუმები დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად იცვლება. გასული საუკუნის ღია ბარათებმა შემოგვინახა, როგორ აღიქვამდნენ სილამაზესა და ეროტიკას 1920-იან წლებში.
ასეთი ბარათები, ისევე როგორც ХІХ საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ეროტიკული ღია ბარათების უმეტესობა, საფრანგეთში იყო დამზადებული.
აშშ-ში მათ არაოფიციალურად "ფრანგულ საფოსტო ბარათებს" უწოდებდნენ. თუმცა აშშ-ში ამგვარი ბარათების ფოსტით გაგზავნა კანონით აკრძალული იყო.
ეროტიკული ბარათებით მალულად ვაჭრობდნენ ზოგიერთი მაღაზიები და ქუჩის მოვაჭრეები. ასეთი ბარათები იმდროინდელი ფოტოგრაფებისთვის დამატებით შემოსავალს წარმოადგენდა. ამდენად, კანონთან პრობლემები რომ არ შექმნოდათ და საკუთარი რეპუტაციაც არ შეელახათ, ფსევდონიმებს იყენებდნენ.
ასევე უცნობად დარჩა "ფრანგული ღია ბარათების" მოდელების ვინაობაც.