რატომ უჩნდებათ ბავშვებს მეჭეჭები?

რატომ უჩნდებათ ბავშვებს მეჭეჭები?

მეჭეჭები ბავშვებში ძალიან ხშირია. მათი მოცილება გარკვეულ სირთულეებთანა დაკავშირებული. მიზეზი ისაა, რომ ჩამოუყალიბებელი იმუნიტეტის გამო ბავშვები ხშირად ავადდებიან ვირუსებით, რომელთა ერთ-ერთი ფორმა მეჭეჭია.

რა არის მეჭეჭი?

მეჭეჭი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია კანზე, რომელსაც პაპილომა ვირუსი იწვევს. ჩნდება პატარა ზომის, შეიძლება გაიზარდოს ან სხვა მეჭეჭების წარმოშობას შეუწყოს ხელი. ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ორგანიზმზე, რამდენაც ძლიერია

ის. უნდა აღინიშნოს, რომ მეჭეჭების დიდი რაოდენობა უსაფრთხოა.

როგორ ჩნდებიან მეჭეჭები?

მეჭეჭის გამომწვევი ვირუსი ორგანიზმში შეიძლება დასნებოვნებულ სხეულთან კონტაქტის შედეგად მოხვდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის იმუნიტეტს.

დამტკიცებულია, რომ პაპილომას ვირუსი ბავშვების 80 პროცენტს ორგანიზმის დამცველი ძალების დასუსტების შედეგად უჩნდება. მეჭეჭის გამოჩენისთანავე ბავშვი ექიმს უჩვენეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი ნამდვილად მეჭეჭია და არა სხვა წარმონაქმნი.

ნუ ეცდებით მეჭეჭის თვითნებურად მკურნალობას შინაურული ან სააფთიაქო საშუალებებით. ნურც "შელოცვის" ან რაიმე სხვა ხალხური რიტუალის იმედად დადგებით. მკურნალობა დერმატოლოგმა უნდა დაგინიშნოთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს