"SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!" - საია-ს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

"SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!" - საია-ს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მასზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ.

ნაცვლიშვილი "ფეისბუქის" საშუალებით ამ ადამიანებს მიმართავს და ურჩევს, უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავდნენ.

"ჰაჰა! როგორც იქნა! - ხმები მომივიდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ჩემზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ.

მორალი: SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!

როგორც იქნა გავხდი თქვენი მაღალი ყურადღების ღირსი.

მაინცდამაინც ნუ გაირჯებით, ჩემო კარგებო, მე დაგიზოგავთ დროსაც და რესურსსაც - გეტყვით, რომ ვარ მართლაც ცუდი და მუდმივად მოუცლელი შვილი, დედა და მეუღლე, ასევე მეგობარი, მეგობრებიც კი მხოლოდ ტელევიზორში მხედავენ, დიქტატორი ხელმძღვანელი და უბრალოდ ბოროტი სული.

ამას განსაკუთრებით დაგიდასტურებთ ჩვენი პიარ-მენეჯერი, რომელთანაც - ვადასტურებ - ყველა ინტერვიუს წინ და შემდეგ მაქვს ცხარე კამათი და ზოგჯერ - ჩხუბიც კი.

თქვენ ნუ იწვალებთ, მე შეგახვედრებთ ამ ადამიანებს, მათზე კარგად ვერავინ მოგიყვებათ ჩემს "სიცუდეებსა" და "შავბნელ მხარეებზე"...

პ.ს. იმისთვის, რომ გამაჩუმოთ, მეკამათეთ არგუმენტებით, დაუპირისპირდით პრობლემის სათავეს, და არა იმ ადამიანებს, ვინც პრობლემებს ხედავს და გაკრიტიკებთ. კომპრომატების ძებნა ძალიან გაცვეთილი და თანაც ზარმაცების მეთოდია; ცოტა მეტის ამბიცია არ გაქვთ?!~

არ მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნება და თვისებები, რომ ის ვინმემ იკვლიოს. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ თქვენი დრო და ენერგია; ეს უფრო საინტერესო იქნება, მოგანიჭებთ კმაყოფილების განცდას და თვითშეფასებასაც აგიმაღლებთ, თუ თავს დაანებებთ "ბნელ ოთახში კატის ძებნას" და რამე რეალურ საქმეს გაუკეთებთ ამ ქვეყანას", - წერს ანა ნაცვლიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს