მოხალისე შიმშილისგან დაუძლურებულ ბიჭუნას წყალს ასმევს - 2 წლის ჰოუპის ისტორიამ მსოფლიო შეძრა

მოხალისე შიმშილისგან დაუძლურებულ ბიჭუნას წყალს ასმევს - 2 წლის ჰოუპის ისტორიამ მსოფლიო შეძრა

ნიგერიაში ოჯახმა სასიკვდილოდ გაიმეტა 2 წლის შვილი, რადგან თვლიდნენ, რომ ბავშვი "კუდიანი" იყო. ბიჭუნა რვა თვის მანძილზე გამვლელების გადაგდებული ნარჩენებით იკვებებოდა, მის სხეულს კი მატლები ესეოდა.

შიშველი ბიჭუნა ქუჩაში დანიური საქველმოქმედო ორგანიზაციის მოხალისემ ანია რინგერენ ლოვენმა შენიშნა. მის ლოვენი შეაძრწუნა ბავშვის მდგომარეობამ. იგი დაუყოვნებლივ მიუახლოვდა პატარას და წყალი დაალევინა. შემდეგ პლედში გაახვია და უახლოეს საავადმყოფოში ხელში აყვანილი წაიყვანა. ბავშვს ჰოუპი (იმედი) დაარქვეს.

ანია ლოვენი "აფრიკელი ბავშვების სამედიცინო განათლების და განვითარების ფონდის" დამაარსებელია. მან ეს ფონდი სამი წლის წინ შექმნა იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც "კუდიანებად" მიიჩნევენ და სახლიდან აგდებენ, ხშირად კი კლავენ კიდეც.

"ათასობით ბავშვს აბრალებენ "კუდიანობას", აწამებენ, კლავენ და აშინებენ მათივე ოჯახის წევრები, საზოგადოება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ", - წერს ლოვენი საკუთარი "ფეისბუქის"  გვერდზე. აქვე განათავსა მან პატარა ნიგერიელი ბიჭის შემდგომი ისტორიის ამსახველი ფოტოები. პატარა ჰოუპი დაბანეს, მოაწესრიგეს, გამოკვებეს და ბავშვთა სეპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ფოტოებთან ერთად ანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ბავშვის სამედიცინო ხარჯების დასაფარი ანგარიშის ნომერი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფულის გადარიცხვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს