ლევან სუხიტაშვილი - "მომხსნეს როლიდან... ამიერიდან, "ჩაქუჩას" ეს სირისტიანი ითამაშებს"

ლევან სუხიტაშვილი - "მომხსნეს როლიდან... ამიერიდან, "ჩაქუჩას" ეს სირისტიანი ითამაშებს"

ტელეკომპანია "დიას" წამყვანი ნატო ხუციშვილი, რომელიც საზოგადოებას მისი ფრთიანი ფრაზებით ახსოვს, ამჯერად სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებით ჯგუფს მიმართავს და ინტერესდება, რის მიხედვით შეირჩა "ჩაქუჩას" როლზე ლევან სუხიტაშვილი. ხუციშვილი ხაზს მსახიობის წარმომავლობას უსვამს. სავარაუდოდ, წამყვანი ამ კომენტარით გია გაჩეჩილაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც "რაიონიდან ჩამოსულ ჟურნალისტს" ეხება. ხუციშვილის ვიდეომ "ფეისბუქის" მომხმარებლები გაახალისა.

"ჩემი ცოლის დაქალებში" ვარანცოველი კაი ბიჭის როლს ჩვენებური, კარალეთელი ლევან სუხიტაშვილი ასრულებს. ვერ მოძებნეთ თბილისში ვერავინ, რომ კაი ბიჭის როლი შეესრულებინა? თურმე გორელები, ქართლელები კაი ბიჭებიც არიან.  ასე ხელგასმით სოფლელობაზე ლაპარაკი ნამეტანი ზედმეტია".

იხილეთ ვიდეო

ვიდეოს მალევე გამოეხმაურა მსახიობი ლევან სუხიტაშვილი, რომელმაც "ფეისბუქზე" სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით:

"ვსოოო.... მომხსნეს როლიდან.... ამიერიდან, ვორონცოველ კაი ბიჭ ჩაქუჩას ეს სირისტიანი ითამაშებს...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს