ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა, შემდეგ მეორე ძმის მკვლელობა - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?!

ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა, შემდეგ მეორე ძმის მკვლელობა - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?!

პაატა ჩუბინიძეს, გიორგი ფიჩხაძესა და მერაბ აბესაძეს ახლობლები 3 დღე-ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ისინი ხორცის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, სოფლებში მოსახლეობისგან ცოცხალ პირუტყვს ყიდულობდნენ და მარნეულის ბაზარში ყიდდნენ.

9 თებერვალს, პაატა ჩუბინიძეს უცნობმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში პირუტყვი ჰყავდა გასაყიდი. 10 თებერვალს, დილით ადრე, პაატა მეუღლის ბიძაშვილთან, გიორგი ფიჩხაძესთან ერთად თავისი მიკროავტობუსით ზესტაფონიდან სამეგრელოში წავიდა. ხობში ახლობელს, მერაბ აბესაძეს შეუარა, რომელიც საქმიანობაში ეხმარებოდა და სამივენი ზუგდიდში ჩავიდნენ, სწორედ ამის შმედეგ გაქრა მათი კვალი...

მომხარ დანაშაულზე ჟურნალი "გზა" სტატიას 18 თებრევლის ნომერში აქვეყნებს და მკვლელობის მეტად საინტერესო დეტალებზე უყვება მკითხველს.

მართალია, მომხდარს ფულის გამოძალვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა, მაგრამ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ისიც ირკვევა, რომ ეს ძმებ ჩუბინიძეებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ამ შემზარავ ტრაგედიამდე თვე-ნახევრით ადრე, პაატა ჩუბინიძის უმცროსი ძმის, კახას სახლი დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. მაშინ ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა, მაგრამ კახა ჩუბინიძის სახლზე თავდასხმაც დღემდე გამოუძიებელია. ჩუბინიძის საახლობლოში იმასაც ამბობენ, რომ მათზე თავდასხმა წლების წინაც მომხდარა, სწორედ ზუგდიდის ტერიტორიაზე.

მაშინ ძმების დაყაჩაღება უცდიათ. იმასაც ამბობენ, ძმებმა დამნაშავეები ამოიცნეს და ისინი პოლიციამ დააკავაო. ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმაში დადანაშაულებული პირები ოჯახს ემუქრებოდნენ. რაღაც გზებით, მათ ციხიდან გამოსვლაც მოახერხეს და თურმე დღეს თავისუფლებაში არიან. როცა კახას სახლი დაიცხრილა, ეჭვი გაჩნდა, რომ ციხიდან გათავისუფლებულებმა ამ გზით იძიეს მათზე შური.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 18 თებერვლის ნომერში

ასევე იხილეთ: "დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ