სელფის გადაღების დროს დამსვენებლებს დელფინი შემოაკვდათ

სელფის გადაღების დროს დამსვენებლებს დელფინი შემოაკვდათ

არგენტინაში, სანტა ტერესიტას პლაჟზე უამრავი დამსვენებელი მოგროვდა პატარა დელფინის სანახავად, რომელიც ერთ-ერთმა მამაკაცმა წყლიდან ამოიყვანა. სანამ დელფინი ხელიდან ხელში გადადიოდა და მასთან ადამიანები სელფს იღებდნენ, ძუძუმწოვარი სიცხისგან და უწყლობისგან დაიღუპა. დელფინს ჯერ ხელიდან ხელში აწვდიდა ხალხი ერთმანეთს, შემდეგ კი მიწაში ჩაფლეს.

დელფინების რაოდენობა მსოფლიოში სულ 30 000 ერთეულია. არგენტინის ცხოველთა დაცვის ფონდმა მოგვიანებით გამოაქვეყნა განცხადება და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება. "დელფინებს არ შეუძლიათ დიდხანს წყლის გარეთ ცხოვრება, მათ ცხიმიანი კანი აქვთ, რომელიც მალე შრება მზის ქვეშ, ხმელეთზე მათ ეწყებათ დეჰიდრაცია და კვდებიან. ამიტომ თუ დაინახავთ, რომ დელფინი ხმელეთზეა, დაუყოვნებლივ დააბრუნეთ წყალში", - ნათქვამია განცხადებაში.

მომზადებულია news.sky.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს