რევოლუციური გამოგონებები და აღმოჩენები, რომელთა ავტორობასაც სხვას მიაწერენ

რევოლუციური გამოგონებები და აღმოჩენები, რომელთა ავტორობასაც სხვას მიაწერენ

ხშირად ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან იმ რევოლუციური გამოგონებების ავტორები, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებენ. მათი ნამდვილი ავტორების სახელები მივიწყებული ან უგულებელყოფილია. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ გამოგონებებს, რომელთა შექმნას შეცდომით სხვა ადამიანებს მიაწერენ.

ევოლუცია

როდესაც ჩარლზ დარვინმა ”სახეობათა წარმოშობა” გამოაქვეყნა 1859 წელს, მან ევოლუციის თეორიას დაუდო საფუძველი. წიგნი რევოლუციური ნაშრომი აღმოჩნდა და ჩვენს პლანეტაზე აზროვნება რადიკალურად შეცვალა. თუმცა, გეოგრაფი და მკვლევარი ალფრედ რასელი პირველი იყო, ვინც დარვინისგან დამოუკიდებლად ევოლუციის თეორია მოიფიქრა და ბუნებრივ გადარჩევაზე ისაუბრა. თუმცა ისტორიას მისი სახელი არ შემორჩენია და ევოლუციას მხოლოდ დარვინს უკავშირებენ. 

რელატივიზმი

1905 წელს ეინშტეინმა რევოლუცია მოახდინა ფიზიკაში თავის თეორიით რელატივიზმთან დაკავშირებით. მან გამოიკვლია ნიუტონის კონცეპტი გრავიტაციის კანონებთან მიმართებაში, გაამყარა და გააუმჯობესა ის. მაგრამ არავისთვისაა ცნობილი  ჯეიმს კლარკ მაქსველი, 19-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი. მისმა ნაშრომებმა ელექტრომაგნიტიზმზე მისცა დასაბამი ეინშტეინის თეორიებს. მიუხედავად უდიდესი დამსახურებისა, მაქსველის სახელი მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო წრეებშია ცნობილი.

ვიდეო თამაშები

დღემდე  დავობენ, რომელი იყო პირველი ვიდეო თამაში. გაყიდვაში პირველი ”პონგი” ჩაეშვა და რევოლუციური შედეგიც მოიტანა. არადა ”ტენისი ორში” იმსახურებს ამ დიდებას, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არასოდეს გამხდარა, სწორედ ის იყო პირველი ვიდეო თამაში და ”პონგზე” გაცილებით ადრეც შეიქმნა.

ციფრული მუსიკალური ფლეერები

ციფრულმა მუსიკამ სამუდამოდ შეცვალა ინდუსტრია და მოგვცა საშუალება, ჯიბით გვეტარებინა სიმღერების გიგანტური ფლეილისტი. ყველაფერი MPMan F10-ით დაიწყო, რომელიც სამხრეთ კორეაში, 1998 წლის მარტში გამოვიდა. მხოლოდ სამი წლის შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე პირველი ”აიპოდი”. მიუხედავად ამისა, პირველი ციფრული მუსიკის დისტრიბუტორად კომპანია ”ეფლი” ითვლება.

კარაოკე

კარაოკე უზარმაზარი ბიზნესია იაპონიაში, 2010 წელს კარაოკეს შემოსავალმა 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. კარაოკეს იდეის პატენტი არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მისი გამოყენება. კარაოკე დაისუკე ინუემ გამოიგონა. ის დრამერი იყო, რომელსაც ერთხელ სთხოვეს მოგზაურობაში დაეკრა. ვინაიდან სამსახურიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მან მუსიკა კასეტაზე ჩაწერა და ტექსტი გაუგზავნა დამკვეთს. ასე დაიბადა კარაოკეს იდეა. პატენტის უქონლობის გამო, კომპანიებმა, რომლებმაც კარაოკე ინდუსტრიად აქციეს, მას ერთი თეთრიც არ გადაუხადეს.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს