"მე რა უნდა ვთქვა ამაზე უარესი" - ხიდაშელი თოფაძის კრიტიკას პასუხობს

"მე რა უნდა ვთქვა ამაზე უარესი" - ხიდაშელი თოფაძის კრიტიკას პასუხობს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დეპუტატ გოგი თოფაძის კრიტიკას მისივე განცხადებით პასუხობს. ხიდაშელი "ფეისბუქზე" ფრაქცია "მრეწველების" ლიდერის დღევანდელს განცხადებას აქვეყნებს, სადაც თოფაძე ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს.

"არაო რას ამბობთო რუსული ნარატივი რა შუაშიაო. მე როგორ უნდა ვთქვა რამე ამაზე უარესი.

აბა გავიაროთ რას ამბობს:

1. ნატო ტერიტორიების დაკარგვააო

2. რუსეთი არ დაუშვებსო

3. პუტინს ქართველი ხალხი უყვარსო

4. მრჩეველები ბანძებიო

"ეს უსინდისოები, რომ ქაქანებენ, ნატოში შევდივართო, ე.ი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ? რაც არ უნდა იქაქანონ, რუსეთი არ დაუშვებს, რომ ნატო საქართველოში შემოვიდეს. თუ მოუსმინეთ, პუტინი ორჯერ გამოვიდა და თქვა, მოდით, დავილაპარაკოთ, რადგან ქართველ ხალხთან სადავო არაფერი გვაქვსო. ზოგიერთი ჩვენი მრჩეველი ლაპარაკსაც კი გვიშლის", - აცხადებს თოფაძე დღეს, ფორ.გე-სთან", - წერს ხიდაშელი.

რამდენიმე დღის წინ გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დეპუტატის ამ განცხადებას ძმები ბერძენიშვილების მწვავე კრიტიკა მოჰყვა "მრეწველების" ლიდერის წინააღმდეგ.

იხილეთ: დავით ბერძენიშვილი – გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შესახებ სიტყვის შესრულება რაღაც გაეწელა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."