უცნაურობები, რაც მამაკაცს ქალებში აღაგზნებს

უცნაურობები, რაც მამაკაცს ქალებში აღაგზნებს

1. როდესაც ხედავენ, რომ შეშინებულია

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მამაკაცები ქალში შიშს ძალიან მიმზიდველად აღიქვამენ. არა, იმაზე არაა საუბარი, რომ დაშინება ან წნეხის ქვეშ ყოფნა ან რაიმე მსგავსი მოსწონთ. საქმე ის არის, რომ როდესაც მამაკაცი შეშინებულ ქალს ხედავს, საშუალება ეძლევა დაამშვიდოს და უჩვენოს, რომ შეუძლია მასზე ზრუნვა და მისი დაცვა.

2. სათვალე

კაცებს უყვართ ქალების სათვალეში ხილვა და ეს სიმართლეა. რა თქმა უნდა, სათვალის ფორმასაც გააჩნია და იმასაც, რამდენად გიხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მამაკაცები სათვალიანი ქალებით მარტივად იხიბლებიან. ასე რომ, გადააგდეთ თქვენი კონტაქტური ლინზები და გადადით სათვალეზე.

3. მაკიაჟის გაკეთების პროცესის ყურება

იცი, რომ შენ მამაკაცს ძალიან უყვარს იმის ყურება, თუ როგორ იკეთებ მაკიაჟს? მას აღაფრთოვანებს, როგორ ოსტატურად ასრულებ ამ პროცესს, ამიტომ თავისუფლად დაიწყეთ სახის შეღებვა თქვენი მეორე ნახევარის გვერდით. თქვენზე დაკვირვება მას დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ოღონდ გაითვალისწინეთ, ძალიან დიდი ხანიც არ მოუნდეთ ამას.

4. თავზე შემოხვეული პირსახოცი

ერთ-ერთი უცნაური რამ, რასაც მამაკაცები მიმზიდველად თვლიან ქალში, არის მისი სველი თმები აბაზანის მიღების შემდეგ. ასევე ძალიან იზიდავთ თავზე შემოხვეული პირსახოცი.

5. როდესაც მისი პერანგი გაცვია

ეს ყველაზე უნივერსალური რამაა, რაც მამაკაცებს ერთნაირად მოწონთ და აღაგზნებთ - როდესაც სასურველ ქალს თავიანთ პერანგში გამოწყობილს ხედავენ. ვერ იპოვნით მამაკაცს, რომელსაც ეს მიმზიდველად არ მიაჩნია.

მომზადებულია en.amerikanki.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს