წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს

წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს

"დაიზეპირე" - ასე უწოდა თავის მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ. შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება - ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს - მეხსიერებას...

- ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა, რომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარ, მე კი - მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.

მაშ ასე, მინდა ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო, ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო. ვიმედოვნებ, ჰეტეროსექსუალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე, მერწმუნე, ისინი სატალევიზიო პერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები "ონლაინ". დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად)... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს