მსოფლიოს 10 უნიკალური ფესტივალი

მსოფლიოს 10 უნიკალური ფესტივალი

ყველაზე უნიკალური და საინტერესო ფესტივალები მსოფლიოში:

1. რიო-დე-ჟაინეროს კარნავალი, ბრაზილია

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიო-დე-ჟაინეროს ქუჩებში ყოველწლიურად იმართება და რომელშიც 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდ კარნავალად ითვლება. აღსანიშნავია, რომ პირველი ფესტივალი 1823 წლით თარიღდება. რიოს კარნავალი მოცეკვავეებისგან, მოსიარულე ნავებისგან და რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან მრავალფეროვნად სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან შედგება.

2. ჩინული ახალი წელი

ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც დრაკონებით, ფოიერვერკებით, სიმბოლური ტანისამოსით, ყვავლიებითა და სანთლებით აღნიშნავენ. ეს ჩინელებისთვის წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ასევე "გაზაფხულის ფესტივალის" სახელითაცაა ცნობილი და ტრადიციულად, დღესასწაულთა მთელ სერიას მოიცავს, დაწყებული ახალი წლის დადგომიდან, რომელიც ჩინური კალენდრის წლის პირველი თვის პირველ დღეს აღინიშნება, ანუ, ზამთრის ბუნიობის შემდეგ მეორე ახალი მთვარის დღეს, და დამთავრებული ფარნების ფესტივალით (თვის მეთხუთმეტე დღეს).

3. ჩინეთი - ხარბინი, ყინულისა და თოვლის ფესტივალი

ფესტივალზე წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი ყინულისა და თოვლის ქანდაკებები, რომლებსაც ყოველწლიურად აშენებენ და ფერადი ნათურებითა და ლაზერით რთავენ. ეს ნამდვილად ფენომენალური სანახაობაა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ყავს განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს