სამეცნიერო მიღწევები, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროს შეცვლა

სამეცნიერო მიღწევები, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროს შეცვლა

საზღვარი სამეცნიერო ფანტასტიკასა და მეცნიერებას შორის სულ უფრო ვიწროვდება. წარმოგიდგენთ უახლეს სამეცნიერო მიღწევებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიიჩნეოდა.

პროთეზი, რომელიც გონების ძალით იმართება

სპეციალური სენსორის დახმარებით პროთეზს ელექტრონული იმპულსები გადაეცემა და ის რთულ დავალებებსაც კი ასრულებს, მაგალითად, გასაღებით აღებს კარს. პროთეზი მუდმივი გაუმჯობესების სტადიაშია და მალე გახდება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი.

ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი ხორცი

ვეგეტარიანელებს მალე შეეძლებათ მიირთვან არაცხოველური წარმოშობის ხორცი. დღეისთვის ის ძალიან ძვირი ღირს და ლაბორატორიებში ცხოველების რამდენიმე ქსოვილის გამოყენებით გამოჰყავთ. პირველად ეს ექსპერიმენტი ჰოლანდიელმა მეცნიერმა ჩაატარა 2013 წელს. ეს ტექნოლოგია დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც კუნთოვანი პათოლოგიები აქვთ.

სამგანზომილებიანი პრინტერი

სამგანზომილებიანი ფორმატის პრინტერი, რაც დრო გადის, მით უფრო გვაკვირვებს თავისი შესაძლებლობებით. მისი დახმარებით შესაძლებელია შექმნა საჭირო ნივთები - ქიმიური, რეზინის და ლითონის. უნდა აირჩიოთ საჭირო პროგრამა და შეძლებთ შექმნათ ავტომობილი, იარაღი, პროთეზი, მოკლედ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და რაზეც ფანტაზია გაგწვდებათ.

ბიონიკური თვალი

დღეს უკვე შესაძლებელია დღემდე სასწაულებრივ ფაქტად მიჩნეული - მხედველობადაქვეითებულისთვის  თვალების ახელა. მეცნიერები ათეულობით წლები მუშაობდნენ ბიონიკური თვალის შექმნაზე. ჯერჯერობით ბიონიკურ თვალს მხედველობის 100%-ით აღდგენა არ შეუძლია, მაგრამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე მუშაობა გრძელდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს