ამერიკაში პენისის პირველი ტრანსპლანტაცია იგეგმება. ოპერაციას ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმები გაუძღვებიან, პაციენტი კი ავღანეთის ომის ვეტერანი იქნება, რომელმაც სასქესო ორგანო ბომბის აფეთქების შედეგად დაკარგა.
თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, პაციენტი ფუნქციონირებად ორგანოს მიიღებს, რომლის საშუალებითაც ნორმალურად მოშარდვასა და სექსით დაკავებას შეძლებს.