"უმახინჯესია გმირთა მოედანი, სპორტის სასახლის უკან რაც ხდება და ვაკეში გალაკტიონის ძეგლის უკან.." - გია ეძგვერაძე

"უმახინჯესია გმირთა მოედანი, სპორტის სასახლის უკან რაც ხდება და ვაკეში გალაკტიონის ძეგლის უკან.." - გია ეძგვერაძე

"მაგარი ფოტოა - როგორ უხდება ძველ თბილისს უკან ცათამბჯენი! <3

აი ასე წყნარად და მოკრძალებულად უნდა იარსებოს ეთნიკურმა და ტრადიციამ ჩვენს ცნობიერებაში და ასეთი ენერგეტიკული მახვილივით ზესვლის განცდა უნდა ვატაროთ მომავლის მიმართ! მაშინ დაგვილაგდება სწორად ცნობიერება.

(მადლობა მაიკო დეისაძეს)

ეს ცათამბრჯენი ძალიან მომეწონა და ალბათ 5-6 ხედი ვნახე და ყველა მუშაობდა - ქალაქს მაშტაბი აღმოუჩინა და ხევში განთავსებულ ქალაქს ზესვლა გაუჩინა - ცა დაადგა თავზე. მტკვარზე რომ დადგეს ტყუპები ისინიც კარგად ჩაჯდა - სივრცე გაჩნდა მტკვრის თავზე და ახალი სართული აუმუშავა. თვალი შეჩვეულია თბილისის ისტორიულ მაშტაბს და განზომილებას და ამ განცდაში რაც არ უნდა შეიჭრას, სხვა განზომილების მახინჯობად გვეჩვენება - ამას გადალახვა უნდა. მახინჯობა "პანორამაა" და საბაგიროების ნეტი ქალაქში. მთელ მედიდურობას უკარგავს - ქალაქი კურორტად იქცევა. უმახინჯესია გმირთა მოედანი, სპოტის სასახლის უკან რაც ხდება და ვაკეში გალაქტიონის ძეგლის უკან... აი ეს კრიმინალი ჩაიდინეს...

...ხეები არქიტექტურას ფარავს და თუ შეელევა კაცი არქიტექტურას მაშინ უნდა გამწვანდეს ქუჩა. მემგონი დინამიური მოდელი უნდა იყოს - რაღაც ქუჩები უნდა გამოჩნდეს და რაღაც სიმწვანეს ემსახურებოდეს. მე პირადად პლეხანოვი მომწონს - ერთია თუ ხარისხია კარგი რესტავრაციის და თუ გაძლებს ის, რაც გააკეთეს...".

(c) მხატვარი გია ეძგვერაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს