თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას 50-ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს. ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის სიდედრის ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული. საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და იმედოვნებს, რომ თბილისის ყოფილი მერი საპატიმროსაც მალე დატოვებს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა ისე მოქცეულიყო, როგორც თავად თვლიდა სწორად.
მიუხედავად იმისა, რომ ნარმანიამ პირდაპირ ეთერში აღიარა ის, რისთვის უგულავას პატიმრობა მიესაჯა
მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე მართლა წალეკა კორუფციამ მერია. ნარმანია კიდევ ქართუს კადრებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინას ეზიზღება.
მჯერა გიგი მალე გამოვა ციხიდან. არსებობს კანონზომიერება და როცა ბუმერაგნივით ყველა შეცდომაზე აგებ პასუხს და ფსკერზე ბოლომდე ჩაყავხარ ცხოვრებას, აუცილებლად უნდა ამოყვინთო ადამიანმა.
ჰოდა ამოყვინთვის დროა", - წერს ჟორჟოლიანი.
იხილეთ: სასამართლომ გიგი უგულავას 50-ათას ლარიანი გირაო მოუხსნა