ალბათ დამეთანხმებით, რომ შესაფერისი ინტერიერი ნებისმიერი ადამიანისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის უმთავრესი წყაროა. ასტროლოგები თვლიან, რომ ავეჯის შერჩევაც კი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება.
ვერძს პრაქტიკული ავეჯი სჭირდება. ბევრი ფუმფულა პუფი, განიერი დივანი და სავარძლები, რომელში ძილიც შეიძლება.
კუროს აუცილებლად სჭირდება დიდი და რბილი დივანი, ასეთივე სოლიდური ფორმის ბალიშებით. სავარძლები კი მოსახერხებელი
სახელურებით, ხოლო სამზარეულოს ავეჯი მაქსიმალურად კომფორტული მექანიზმით.
ტყუპს ცოტა ავეჯი სჭირდება. მისთვის მისაღებია გასაშლელი დივან-სავარძელი ან სულაც სარწეველა სავარძლების დიდი ასორტიმენტი ოჯახში. სადაც იგი საყვარელ წიგნსაც წაიკითხავს და იქანავებს
კიდეც, მეტი მრავალფეროვნების შესაქმნელად.
კირჩხიბს ანტიკვარული ავეჯი სჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ ბებია-ბაბუის დანატოვარი ნივთების მოვლა-პატრონობას.
ლომს სამეფო აპარტამენტები მოეწონება. ავეჯიც შესაბამისად მეფური, მოოქრული და მდიდრული.
ქალწულს პარატიკული, მინიმალისტური სტილის ავეჯი სჭირდება. მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო ოთახი და აბაზანის ინვენტარი.
სასწორს ლამაზი ავეჯი ესაჭიროება. მისთვის მნიშვნელოვანია ავეჯის ფერი და ფაქტურა. ის ბედნიერი იქნება, თუკი სახლში ფერადი ავეჯი ექნება.
მორიელს მაქსიმალურად სადა, მუქი ფერის ავეჯი ესაჭიროება. მისთვის მისაღებია სამზარეულო ან საძინებელი შავ-მეწამულ ფერებში. მუქი ფარდები და მაქსიმალური სიმყუდროვე. განაგრძეთ კითხვა