როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ვარჯიშის დახმარებით

როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ვარჯიშის დახმარებით

როგორც ახალმა კლევებმა ცხადყო, მხოლოდ 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობა კვირაში ექვსი დღის განმავლობაში, 40%-ით ამცირებს სიკვდილიანობის რისკს ასაკოვან ადამიანებში. ფიზიკური აქტივობის ხარისხის გაზრდა ისეთივე მომგებიანია ჯანმრთელობისთვის, როგორც სიგარეტისთვის თავის დანებება.

15 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თუ ერთ საათს ვარჯიშობთ ყოველდღიურად, 56%-მდე მცირდება სიკვდილიანობის რისკი. ერთ საათზე ნაკლები ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, კარდიოლოგიური დაავადებების გაჩენის რისკი 37%-მდე მცირდება.

”ადამიანები, რომლებიც სისტემატიურად ასრულებენ ფიზიკურ სავარჯიშოებს, საშუალოდ, ხუთი წლით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც მჯდომარე ცხოვრებას ეწევიან”, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

მომზადებულია business-standard.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს