სად აიკრძალა "სელფის" გადაღება

სად აიკრძალა "სელფის" გადაღება

ინდოეთის ქალაქ მუმბაის მთავრობამ "სელფის" გადაღება აკრძალა. "გარდიანის" ცნობით, აკრძალვა შეეხება ქალაქის 16 ზონას. ამის მიზეზი "სელფის" გადაღების დროს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გახდა. ახალი რეგულაციით, დაჯარიმდებიან ის ადამიანები, რომლებიც აკრძალულ ზონებში "სელფის" გადაიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი პირველი ქვეყანაა "სელფის" გადაღების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით. 2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით "სელფის" გადაღების დროს 49 ადამიანი დაიღუპა, მათგან 19 შემთხვევა სწორედ ინდოეთში მოხდა.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გასულ თვეს იყო, როდესაც 18 წლის სტუდენტმა "პიკნიკზე" ყოფნის დროს, კლდეზე "სელფის" გადაღებისას თავი ვეღარ შეიკავა და წყალში გადავარდა. საშველად მისი მეგობარიც გადახტა, თუმცა, ისიც დაიღუპა.

2014 წლის იანვარში კი სამი სტუდენტი ლიანდაგზე მომავალი მატარებლის ფონზე "სელფის" გადაღებას ემსხვერპლა. წაიკითხეთ სრულად allnews.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს