27 წლის გურჯაანელი გუჯა გოდერძიშვილი ბიო ღვინოს გატანას ევროკაშვირის ბაზარზე გეგმავს

27 წლის გურჯაანელი გუჯა გოდერძიშვილი ბიო ღვინოს გატანას ევროკაშვირის ბაზარზე გეგმავს

27 წლის გუჯა გოდერძიშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ოჯახის წევრებთან ერთად ბიო ღვინის წარმოება დაიწყო. გოდერძიშვილი წელს 3 000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმას და ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს. პარალელურად გოდერძიშვილების საგვარეულო მარნის რესტავრაციაც დაიწყო, სადაც უახლოეს მომავალში ტურისტულ ობიექტს მოაწყობს.

"ვგეგმავთ, რომ ბიო ღვინის სერთიფიკატი ავიღოთ და ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ბიოლოგიუირად სუფთა ღვინო. ასევე, ვგეგმავთ ჩვენი საგვარეულო მარნისა და ეზოს მოწესრიგებასა და ტურისტული ზონის მოწყობას, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ გამოაცხონ თონის პური, ამოავლონ ჩურჩხელები, დააგემოვნონ ღვინო და სხვა", - უთხრა კახეთის საინორმაციო ცენტრს გუჯა გოდერძიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა