განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებას ცხარე კამათი მოჰყვა

განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებას ცხარე კამათი მოჰყვა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის დასასრულს, რომელზეც საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვასა და მასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობდნენ, სიტყვა "გენდერის" ხსენებამ ცხარე კამათი გამოიწვია.

აღნიშნული საგნის სკოლაში სწავლების დანერგვის მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ მოსწავლეებს გენდერის მნიშვნელობაზე არ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს, მათი თქმით, მამათმავლობას ნიშნავს. "მამათმავლობა ხომ იცით რაც არის - გარყვნილებაა და სიბინძურეა. გენდერს თავი დავანებოთ", - განაცხადა საგნის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა.

თავის მხრივ, დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ საგნის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. "ძნელია იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც გენდერი და ლიბერალიზმი ცუდი სიტყვა ჰგონიათ", - განაცხადა საყვარელიძემ.

სხდომის დასასრულს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ მწვავე დისკუსიის მიუხედავად, ვერ მოისმინა ვერც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი. "ყველა მოსაზრება დაფუძნებული იყო ეჭვებზე, არ იყო კონკრეტულად დოკუმენტთან, საგანთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დოკუმენტის დამტკიცებაზე მუშაობას", - განაცხადა გიგაურმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საჯარო სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვისა და ამასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ იმსჯელეს. საკომიტეტო სხდომაში დეპუტატების გარდა მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის ყოფილი წევრები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, ასევე საკომიტეტო განხილვაზე იმყოფებიან ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე, "მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები.

ასევე წაიკითხეთ: განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე - "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია