საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 15 წლის ორსული გოგონას 28 წლის მეუღლე შესაძლოა, პასუხისგებაში მიეცეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 140- მუხლით (სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველთან) აღიძრა. ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბავი ერთ-ერთმა გადაცემამ გააშუქა.
გოგონამ ცხრა კლასის შემდეგ სწავლა შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით speqtri.ge სიძის დედას, თამარ გაბრელაშვილს ესაუბრა.