მძიმე დღეების შემდეგ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალ პოსტს აქვეყნებს:
"აი ჩვენ კი წინ ბევრი ბედნიერი დღე გვექნება კიდევ, ამაზე უფრო მხიარულიც, ვიდრე ამ ფოტოზეა, მაგრამ აი იმ ლაჩრებს, ვინც ეს ჩაიდინა და დაუკვეთა, არასოდეს არაფერი ეღირსებათ და ეშველებათ ნამდვილად! ბოროტება მარცხდება, სიყვარული კი სულ იმარჯვებს!", - წერს ეკა მიშველაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ, მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამი ტყვია, სავარაუდოდ, "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან ესროლეს.
დაჭილ პოლიტიკოსს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, საბედნიეროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
იხილეთ ასევე: "სანთელი დავანთე და დავინახე ორი პირი სწრაფი ნაბიჯით რომ მოდიოდა" - რას იხსენებს ალექსი პეტრიაშვილი