"მალე მწყობრში ვიქნები, მანამდე ეს ბრძოლის ყიჟინა მომესმა!" - ალექსი პეტრიაშვილის პოსტი საავადმყოფოდან

"მალე მწყობრში ვიქნები, მანამდე ეს ბრძოლის ყიჟინა მომესმა!" - ალექსი პეტრიაშვილის პოსტი საავადმყოფოდან

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება. ამას პოლიტიკოსის სოციალურ ქსელში გააქტიურებაც მოწმობს. რამდენიმე დღის წინ დაჭრილი პეტრიაშვილი უკვე "საბრძოლო განწყობაზეა" და "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ბრძოლის სიმღერას" ათავსებს, ფილმიდან "ბაში აჩუკი". პოსტს პოლიტიკოსმა ასეთი კომენტარი დაურთო:

"არ გეგონოთ ციებ-ცხელება მაქვს! მალე მწყობრში ვიქნები, მანამდე კი მომესმა ეს ბრძოლის ყიჟინა და რა გავაკეთო! საქართველო გაიმარჯვებს! უკვე გული მიგრძნობს, მეც იქვე ახლოში ვიქნები!", - წერს პეტრიაშვილი.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, პროფესორ ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი გადაყვანა პალატაში სავარაუდოდ დღეს მოხდება. "გამოკვლევების შედეგებიდან, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გადაყვანა პალატაში შესაძლებელია. დაიწყო პაციენტის გააქტიურება, რაც ნიშნავს ფეხზე წამოდგომას, პალატაში აქტიურობას. დღის განმავლობაში ის სავარაუდოდ გადავა პალატაში", - განაცხადა იმედაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს