"სახლში მოვდიოდი, როცა ის ხე შევამჩნიე აყვავებული" - ბესო ხარძიანის შვილის ემოციური პოსტი

"სახლში მოვდიოდი, როცა ის ხე შევამჩნიე აყვავებული" - ბესო ხარძიანის შვილის ემოციური პოსტი

ერთი წლის წინ მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის შვილი ქეთა ხარძიანი მამასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"სახლში მოვდიოდი, როცა ის ხე შევამჩნიე აყვავებული რომლიდანაც მამაჩემი მიწყვეტდა ტოტებს აყვავებისას.

ვუყურებდი ამ ხეს და მშურდა მისი, ის წელსაც აყვავდა მამაჩემი კი ჩემთან არაა. მჯერა, რომ სამოთხეშია, ანგელოზებთან უფალთან... ვიცი კარგადაა, მაგრამ მე?! მე რომ ისევ მინდა მამაჩემის მოწყვეტილი ტოტები?!

მარტო ვიდექი და ვუყურებდი აყვავებულ ტოტებს, რომელსაც აღარასდროს მომიწყვეტს ჩემი მამიკო", - წერს ხარძიანი.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი გასული წლის მაისში მოკლეს. ხარძიანის მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად ერთი თვის წინ გამოაცხადა.

ასევე იხილეთ: პროკურატურა: ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

ვისაც სურდა, რომ მამაჩემს არ ეცოცხლა, არიან ქურასბედიანი და უდესიანი - ქეთი ხარძიანი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს