ორწლიანი პაუზის შემდეგ ლევან ჯავახიშვილი ''იმედში'' დაბრუნდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ ლევან ჯავახიშვილი ''იმედში'' დაბრუნდა

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი ტელეკომპანია '''იმედს'' დაუბრუნდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ლევანს ''იმედში'' დაბრუნებას მეგობრები ულოცავენ.

ჯერჯერობით უცნობია, ლევანი კვლავ ''ქრონიკის'' წამყვანი იქნება თუ პოლიტიკურ თოქ შოუს წაიყვანს.

ლევანმა 2014 წელს ''იმედი'' დატოვა. მაშინ არხმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რვა საათიან ''ქრონიკა'' თეა სიჭინავას უნდა წაეყვანა, დღის საინფორმაცი გამოშვებები კი ლევანს უნდა წაეყვანა, მაგრამ ლევანმა არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

''დღემდე ვამბობ რომ იმედელი ვარ! მიყვარს ძველი იმედი(2003-2007), ყველაზე მაგარი გუნდი რაც კი ტელესივრცეში ყოფილა... და დავბრუნდი იმედში დიდი იმედებით. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩემი და არხის გზები გაიყარა'', - წერდა ლევანი ფეისბუქზე.

წაიკითხეთ სრულად

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს