"ამ ქაჯმა იფიქრა და კილოკავით პასუხის გაცემა გადაწყვიტა ხონელი დეპუტატისთვის" - FB-ზე ბობოხიძის მისამართით წულუკიანის განცხადებას ეხმაურებიან

"ამ ქაჯმა იფიქრა და კილოკავით პასუხის გაცემა გადაწყვიტა ხონელი დეპუტატისთვის" - FB-ზე ბობოხიძის მისამართით წულუკიანის განცხადებას ეხმაურებიან

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძეს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინ პოსტი მიუძღვნა. წულუკიანმა პარლამენტში ბობოხიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმად, დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ. მინისტრის განცხადებას "ფეისბუქზე" გამოეხმაურნენ:

ნიკა გვარამია:

ამას საკუთარი დიაგნოზი დაუწერია ამასობაში. საბრალო

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ამ ქაჯმა იფიქრა და კილოკავით პასუხის გაცემა გადაწყვიტა ხონელი დეპუტატისთვის

ნათია კობერიძე:

ბობოხიძის იმერლობას დასცინის არარაობა.

2008-ში საპრეზიდენტო კანდიდატი გრეჩიხა ევროკავშირის წარმომადგენელ პიტერ სემნებისთან შეხვედრაზე ნაცმოძრაობას ლანძღავდა და თურმე სულ ''ვილიჯერებეს'' ეძახდა. სემნები ისე წავიდა, ვერ გაიგო ვის გულისხმობდა ნეტარი გრეჩიხა.

გივი თარგამაძე:

ქალბატონო თეა, მინდა შეგახსნოთ, რომ თქვენ ბრძანდებით იუსტიციის მინისტრი და როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მოგმართავთ, პასუხი უნდა გასცეთ ოფიციალურ ენაზე, ტინგიცობა და ოხუნჯობა კი არ უნდა დაიწყოთ. დიპლომი თქვენ არ გაქვთ, არც ცოდნით, არც რაიმე სხვით არ გამოირჩევით და როგორც ჩანს, ამის გამო მოირგეთ ერთგვარი ცქვიტი გოგოს იმიჯი. ჟურნალისტებს ეჯღანებით, დეპუტატებს ენას უყოფთ... ზოგადად, გავიგეთ, რომ ქოცი, განსაკუთრებით, ქალბატონი მინისტრები დაუსრულებელ ექსტაზში იმყოფებით იმის გამო, რომ მაგ თანამდებობებზე მოხვდით. მაგრამ, საკმარისია, დაოკდით. კიდევ ერთხელ - როდესაც დეუტატი მოგმართავთ, პასუხი ოფიციალურად გაეცით და ფელეტონის წერას ნუ წამოიწყებთ. ზვიგენთან მუშაობთ, მაგრამ ჟურნალ "ნიანგში" - არა. რადგან ხალხური გამოთქმა ახსენეთ, მეც გავიხსენებ ერთ გურულ უცნაურ ამბავს, აწგარდაცვლილმა კასიანე ბაბუამ რომ მოყვა, მაგრამ ახსნა-განმარტების დატოვება დაავიწყდა, ხოდა ამბავიცა და პერსონაჟებიც დღემდე ამოუცნობი დარჩა. ისტორია ასეთია: "ტურა, მელა და ხახულაი დაძმობილდნენ. ტურამ უთხრა მელას: მოდი, ხახულაი მოვატყუოთო. მარა, რომ მივიდნენ, ხახულაის უკევ ენა ამოდვარდვალებული ჰქონდა". "იმის ტურა გამხადაო" ინატრეთ, ქალბატონო თეა. ტურა არა, მაგრამ, უფალმა, როგორც ჩანს, ხახულაი გაგხადათ და ენაც, შესაბამისად, მაგიტომ გაქვთ ამოდვარდვალებული...

იხილეთ ასევე: წულუკიანი ბობოხიძეს: "შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს