მეცნიერებმა დაადგინეს პროფესიები, რომლებიც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს

მეცნიერებმა დაადგინეს პროფესიები, რომლებიც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს

ნერვული აშლილობა, გამოუძინებლობა და ცუდი ეკოლოგია ერთადერთი ფაქტორები არაა, რაც სიმსივნის განვითარებას უწევს პროვოცირებას. ზოგი პროფესია ამ რისკს ასჯერ უფრო ზრდის. ავსტრალიელი მეცნიერების ახალმა კვლევებმა ცხადყო, როგორი აქტივობებია ყველაზე სახიფათო მათთვის, ვისაც გენეტიკურად ონკოლოგიისკენ მიდრეკილება აქვს.

"განსაკუთრებული რიკსის ქვეშ იმყოფებიან ისინი, ვინც დიდ დროს ატარებს მზეზე. ფერმერები, მშენებლები, მძღოლები და ბაზრის გამყიდველები", - აცხადებენ სიდნეის სამედიცინო აკადემიის მეცნიერები.

სიმსივნის შემთხვევების 30 პროცენტში გამომწვევი რისკების ხუთი ძირითადი ფაქტორი ვლინდება, რაც ქცევასთან და კვებასთანაა დაკავშირებული, ესენია - სხეულის მასის მაღალი ინდექსი, რაციონში ხილის და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობა, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, სიგარეტის და ალკოჰოლის აქტიური მოხმარება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს