ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში საბავშვო ბაღი კარდენახში

ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში საბავშვო ბაღი კარდენახში

სოფელ კარდენახის მე-2 საბავშვო ბაღს 2-დან 6 წლამდე ასაკის 55 აღსაზრდელი ჰყავს. აღმზრდელები ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში დაძინების საშუალებას არ აძლევენ, რადგან ბაღში საწოლები არ აქვთ. ამან შესაძლოა ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. საშიშია საბავშვო ბაღის შენობაც, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს დახურეს იმის გამო, რომ ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა ეს გადაწყვეტილება დროებითი აღმოჩნდა. მაშინ, როცა 55 ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამგებელი აცხადებს, რომ ბაღის ასაშენებლად ფული არ აქვთ. სამაგიეროდ, 743 ათასი ლარია "ნაკურთხ პრემიებზე" დახარჯული.

"დაუღლელად ვითამაშებ ბაღში, სანამ დედა არ წამიყვანს სახლში" - ამ სიმღერას მღეროდნენ ბავშვები კარდენახის N2 საბავშვო ბაღში Reg TV-ის გადამღები ჯგუფის მისვლისას.

ხმაური კარდენახის საბავშვო ბაღში ძილის საწინააღმდეგო საშუალებაა. მშობლების თქმით, ბავშვები ძილის გარეშე ყოველთვის ვერ ძლებენ და ზოგიერთ მათგანს სკამზე ეძინება.

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ უძილობა ბავშვების ემოციურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

"შუადღის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის, ემოციური განვითარებისთვის. ბავშვები აქტიურები არიან, ბევრ ენერგიას ხარჯავენ და საჭიროა ამ ენერგიის აღდგენა. სკამზე რომ ჩამოეძინება ბავშვს, ამ დროს შეიძლება მისი უსაფრთხოების საკითხიც დადგეს", - აღნიშნავს მაია ცირამუა.

განაგრძეთ კითხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა