როგორ ერთობოდა მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონთან თეთრ სახლში

როგორ ერთობოდა მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონთან თეთრ სახლში

ამერიკის 42-ე პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის შორის სექსუალური კავშირის შესახებ სკანდალმა 1998 წელს მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მონიკას ახლო მეგობარმა ლინდა ტრიპმა გაავრცელა ლევინსკის სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ის კლინტონთან ურთიერთობის დეტალებს ყვებოდა. 1996 წელს მონიკა თეთრ სახლში სტაჟიორად მუშაობდა. ამ დროით თარიღდება კლინტონთან მისი ნაცნობობა.

სასიყვარულო ურთიერთობა პრეზიდენტსა და ლევინსკის შორის ამ უკანასკნელის პენტაგონში სამუშაოდ გადასვლის შემდეგ დაიწყო (თუმცა წყვილის შეხვედრები თეთრ სახლში იმართებოდა). ფიზიკური ურთიერთობები, როგორც ორივე აღიარებს, ორალური სექსით იფარგლებოდა.

ასეთი შემთხვევა 9-ჯერ მოხდა, მათ შორის ოვალურ კაბინეტში, ამერიკის პრეზიდენტის მთავარ ოფისში. დაკითხვის შემდეგ პროკურორმა მონიკასგან დეტალური ჩვენება მიიღო ნივთიერი მტკიცებულებით - ლურჯი კაბა ამერიკის პრეზიდენტის სპერმის ლაქებით. დამამცირებელმა დაკითხვებმა, სადაც მათ უწევდათ ყველა ინტიმური დეტალის გამხელა, სერიოზული ზიანი მიაყენა ლევინსკის ფსიქიკას. ლევინსკის ყოველ ნაბიჯზე უცხო ადამიანები ლანძღავდნენ. ის საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

პრეზიდენტს სამართლიანობის აღსრულებისთვის ხელის შეშლაში დასდეს ბრალი. 1998 წელს, 7 იანვრიდან 12 თებერვლამდე იმპიჩმენტის საქმე განიხილებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტი გამოირიცხა და კლინტონი პრეზიდენტად დარჩა. მონიკამ მემუარები დაწერა მათი ურთიერთობის შესახებ, რომელიც 1999 წელს დაიბეჭდა და ავტორს ნახევარი მილიონი დოლარი მოუტანა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dayonline.ru-ს მიხედვით.

პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა - შეჩერებული: ტრამპის რა გადაწყვეტილებები გააუქმა ბაიდენმა მუშაობის პირველივე დღეს

"მიტოვებული“ ბერნი სანდერსი და ჩაძინებული ბილ კლინტონი - სოციალური ქსელების ფავორიტები ბაიდენის ინაუგურაციიდან (ფოტოები)

"პანიკა საჭირო არ არის, ვაქცინას ყველა მიიღებთ" - ჯანმო